აიკიდო
აიკიდო ო-სენსეი მორისეიმ იუსუბას მიერ შექმნილი იაპონური საბრძოლო ხელოვნება. მორიჰეიმუესიბამ შექმნა აიკიდო როგორც საბრძოლო ხელოვნებების, ფილოსოფიისა და რელიგიური მრწამსის სინთეზი. ო-სენსეის მიზანი იყო ყველა უდიდესი მებრძოლის მიღწევების შემცვლელი საბრძოლო ხელოვნების შექმნა.
ამერიკული ფეხბურთი
- ამერიკული ფეხბურთი
- ვინს ლომბარდის თასი
- ნიუ-იორკ ჯაიანტსის თასი
- სუპერ ბოული
ამერიკული ფეხბურთი —სპორტის გუნდური სახეობა. ამერიკის შეერთებულ შტატებში უწოდებენ ფეხბურთს.
„ვინს ლომბარდის თასი“ გადაეცემა ყოველ წელიწადს ნაციონალური ფეხბურთის ლიგის (ნფლ) საჩემპიონო მატჩ -სიპერ ბოულის გამარჯვებულს. 2012 წლის თებერვალში ეს თასი ნიუ-იორკ ჯაიანთსმა მოიპოვა მას შემდეგ, რაც ნიუ-ინგლენდ პეტრიოტსი დაამარცხა სუპერ ბოულ XLVI-ში.
„ნიუ-იორკ ჯაიანთსი“ — ამერიკული ფეხბურთის პროფესიონალური გუნდი, რომელიც სახელწოდების მიუხედავად მდებარეობს აღმოსავლეთ რუთერფროდში,ნიუ ჯერსის შტატში. ჯაიანთები ასპარეზობენ აღმოსავლეთ დივიზიონში, რომელიც ეკუთვნის ნაციონალური ფეხბურთის კონფერენციას . ნიუ იორკ ჯაიანთსის საშინაო არენა MetLife Stadium-ია, სადაც ჯაიანთების გარდა, მათი პირდაპირი მეტოქე ნიუ იორკ ჯეტსიც მართავს საშინაო შეხვედრებს. სუპერ ბოულ XLVI-ის გამარჯვების შემდეგ, ჯაიანთსი NFL-ის მოქმედ ჩემპიონებად ითვლებიან.
სუპერ-ბოული — პროფესიონალურ ამერიკულ ფეხბურთში ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) ჩემპიონატი აშშ-ში. თამაში და მასთან დაკავშირებული ზეიმი-ღონისძიებანი შეადგენს ე. წ. „სუპერ-ბოულ სანდეის“ (აგრეთვე ცნობილი როგორც „სუპერ სანდეი“ - ინგლ. სუპერ კვირადღე), რომელიც წლების განმავლობაში თითქმის დე-ფაქტო ამერიკულ ეროვნულ დღესასწაულად იქცა.
თამაში დაიწყო 2967 წლის იანვარში როგორც აფლ-ეფლ მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც ეფლ ჩემპიონი გუნდი ეთამაშა უფრო ახალგაზრდა მოპაექრე ამერიკის საფეხბურთო ლიგის (აფლ) გამარჯვებულს „მსოფლიო ჩემპიონი პროფესიონალურ ფეხბურთში“ წოდებისთვის. 1970 წელს ორივე ლიგის გაერთიანების შემდეგ სუპერ-ბოული გახდა ეფლ-ს ჩემპიონთა თამაში. მას შემდეგ ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება კვირა დღეს პლეიოფების შემდეგ, თავდაპირველად ადრე-იანვარში, შემდეგ გვიან იანვარში, ხოლო 2002 წლიდან კი თებერვლის პირველ კვირადღეს.
ბეისბოლი
ბეისბოლი (იაკიუ) იაპონიაში დაახლოებით 1873 წელს ამერიკის შეერთებული შტატებიდან
შემოვიდა. საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ჩამოაყალიბეს თავიანთი გუნდები, რამაც
განაპირობა ბეისბოლის პოპულარობა. პროფესიული ბეისბოლი იაპონიის ყველაზე
სანახაობრივი თამაშია და სპორტის ამ სახეობას ბევრი მოყვარული ჰყავს, განსაკუთრებით კი
საშუალო სკოლებსა და უნივერსიტეტებში. კორპორაციათა უმრავლესობა ასევე აფინანსებს
მოყვარულთა გუნდებს. იაპონიაში ორი პროფესიული ლიგის თამაშები ყოველდღიურად
გადაიცემა სათამაშო სეზონზე, აპრილიდან ოქტომბრამდე, ხოლო პოპულარულ მოთამაშეებს
ეროვნულ გმირებად მიიჩნევენ.
კალათბურთი
კალათბურთი არის ორი გუნდის თამაში ერთმანეთის წინააღმდეგ. თითოეულ გუნდში 5 კაცია. ამ სპორტის სახეობას მოედანზე თამაშობენ, ეს მოედანი ფეხბურთის მოედანზე საკმაოდ პატარაა და ორი გუნდის მიზეზია თამაშის განმავლობაში უფრო მეტი ბურთი ჩააგდონ კალატში, ვინც უფრო მეტ ბურთს ჩააგდებს ის გუნდი იქნება გამარჟვებული.
მთავარი წესია ბურთს ფეხით არ უნდა შეეხონ, ასევე ბურთის ხელში ტარება 2მ მეტი არ შეიძლება, საჯარიმოს შიგნიდან ჩაგდებული ბურთი 2ქულაა, ხოლო საჯარიმოს გარედან 3 ქულა.
ფეხბურთი
გუნდური სპორტი, რომელშიც თერთმეტი წევრისგან შემდგარი ორი გუნდი ეთამაშება ერთმანეთს. თამაში მიმდინარეობს მართკუთხა მინდორზე საგოლე კარებით ორივე ბოლოში. თამაშის მიზანი გუნდის წევრებს შორის ბურთით მანევრირებაა მოწინააღმდეგე გუნდის კარში გოლის გასატანად. ამ სპორტის მთავარი დამახასიათებელი წესის მიხედვით, მოთამაშეებს, მეკარის გარდა, ბურთზე ხელის ან მკლავის გამოყენების უფლება არ აქვთ თამაშის პერიოდში. მატჩის გამარჯვებული ის გუნდია, რომელიც უფრო მეტ გოლს გაიტანს თამაშის ბოლომდე. ფეხბურთში არის ერთი მთავარი და ორი დამხმარე გვერდითი მსაჯი. მთავარ მსაჯს აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება – დააჯარიმოს თუ არა გუნდი კონკრეტულ ეპიზოდში თამაშის წესების დარღვევისთვის. მსაჯს შეუძლია ფეხბურთელს უჩვენოს ყვითელი ან წითელი ბარათი. ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად უხეშად ითამაშა ფეხბურთელმა. მსაჯის მიერ ყვითელი ბარათის ორჯერ ან პირდაპირ წითელი ბარათის ჩვენების შემთხვევაში ფეხბურთელი ტოვებს მინდორს.
კრივი
სპორტის სახეობა, ორ სპორტსმენს შორის მუშტით ბრძოლა განსაკუთრებული წესების დაცვით. განვითარდა მუშტი-კრივიდან, რომელიც ცნობილი იყო ეგვიპტესა და ბაბილონში, ანტიკურ საბერძნეთში.
კრივი შედიოდა ოლიმპიური თამაშების პროგრამაში. კრივის წესები (უხელთათამანოდ) შეიმუშავეს XVIII საუკუნეში ინგლისში; 1867 წელს დაამტკიცეს ხელთათმანებით კრივის პირველი წესები. შეჯიბრება კრივში ტარდება 250-300 გრამიანი რბილი ხელთათმანებით რინგზე 3 წუთიანი რაუნდით, რაუნდებს შორის ერთწუთიანი შესვენებაა. გამარჯვება ეძლევა იმ მოკრივეს, რომელმაც წარმატებით ჩატარებული შეტევებით მოაგროვა მეტი ქულა, მოიგო ნოკაუტით ან თუ მოწინააღმდეგეს აღარ შეუძლია ბრძოლა, დისკვალიფიცირებულია ან უარს ამბობს ბრძოლის გაგრძელებაზე. კრივში აკრძალულია დარტყმა წელსქვევით, კეფაში, ზურგში, თავის დარტყმა. ბრძოლას სჯის რეფერი (მსაჯი რინგზე) და 3-5 მსაჯი რინგს გარეთ.
კრივი იყოფა ორ ნაწილად: სამოყვარულო და პროფესიონალური. სამოყვარულო კრივი იმით განსხვავდება პროფესიონალურისგან, რომ მასში არის 3 3 წუთიანი რაუნდი, ბრძოლა ტარდება 10 ან 12 ზომა ხელთათმანებით, მოკრივეებს აცვიათ ტრუსი და მაისური, რომელიც მათი კუთხის ფერის შესაბამისი უნდა იყოს და ახურავთ დამცავი შლემები. სამოყვარულო კრივში არის სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიები, რომელებიც შესაბამისად კიდევ იუოფა წონით კატეგორიებად. ასაკობრივი კატეგორიებია: ბავშვები(შკოლნიკები) რომელშიც 13-14 წლის მოკრივეები გამოდიან, კადეტები, 15-16 წლის მოკრივეების ასაკობრივი კატეგორია, 17-18 ახალგაზრდები და ბოლოს სენიორები. სამოყვარულო კრივში არის უფრო მკაცრი წესები ვიდრე პროფეისონალურში. 3 ერთნაირ შენიშვნაზე მოკრივის მოწინააღმდეგეს ეწერება 2 ქულა. ხოლო 5 ერთინაირ შენიშვნაზე მოკრივეს აძლევენ დისკვალიფიკაციას.
სამოყვარულო კრივის მსოფლიო ფედერაციას ეწოდება AIBA. ამ ფედერაციის ეგიდით ტარდება ევროპის, მსოფლიო, ოლიმპიადის შესარჩევი და ოლიმპიური ჩემპიონატები. 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რომელიც ჩატარდა მილანში, შედგა მოლაპარაკებები და დაფუძნდა ნახევრად პროფესიონალური კრივის ლიგა, რომელსაც ეწოდება WSB (world series of boxing). ამ ლიგაში მონაწილეობას იღებენ მოყვარულები და ჩხუბობენ პროფესიონალური წესებით 5 რაუნდს.
დღესდღეობით უძლიერესი მოყვარული მოკრივეები არიან ვასილ ლომაჩენკო(უკრაინა), სერიკ საპიევი(ყაზახეთი), ალბერტ სელიმოვი(რუსეთი), ალექსანდრ უსიკი(უკრაინა), ლევგენ ხიტროვი(უკრაინა), არტურ ბეტერბიევი(რუსეთი), ანდრეი ზამკოვოი(რუსეთი) და სხვები.
რაგბი
სპორტული გუნდური თამაშის სახეობა ოვალური ბურთით, რომელსაც ორივე გუნდის თითოეული მოთამაშე ერთმანეთისთვის ხელით და ფეხით ბურთის გადაცემით ცდილობს დაამიწოს იგი ლელოში, მოწინააღმდეგის კარს მიღმა ან გაიტანოს იგი H-ის ფორმის კარში.
სუმო
სუმო. იაპონური ჭიდაობის ერთ-ერთი უძველესი სახეობა. სუმოს ილეთები ფართოდ გამოიყენებოდა იაპონელ მეომართა აღზრდისა და წვრთნის სისტემებში. პირველი ისტორიული ცნობა სპორტის ამ სახეობის შესახებ VII საუკუნის ქრონიკებში დასტურდება და უკავშირდება იმპერატორის კარზე კორეის ელჩის პატივსაცემად გამართულ შეჯიბრებას . როგორც ჩანს, შეჯიბრებები ყოველი წლის შემოდგომა იმართებოდა იმპერატორის ეგიდით და მინდვრის სამუშაოების დასრულებას ემთხვეოდა. ორთაბრძოლებს ახლდა რიტუალური ცეკვები, ლოცვა და რელიგიური შინაარსის წარმოდგენები. სუმოს წესები და მსაჯობის სისტემა ჯერ კიდევ VIII-XII საუკუნეებში ჩამოყალიბდა, მაგრამ თანამედროვე სახე მან XVII საუკუნეში მიიღო. ამ დროს საბოლოოდ დადგინდა მოჭიდავეთა საკმაოდ რთული იერარქია, ამასთან, შემოიღეს დიადი მძლეველის _ იოკოძუნას წოდება. სუმოს სარბიელი კვადრატული ფორმის თიხის ამაღლებაა, რომლის ყოველი გვერდიც სიგრძით 7,24 მეტრია. ბრინჯის კანაფით მოხაზულია 4,55 მ დიამეტრის მქონე წრე, რომლის შიგნითაც შეტაკება მიმდინარეობს. დოხიო წვრილი ქვიშით არის დაფარული. არენას თავს ადგას ფანჩატური, რომელიც ფორმით სინტოისტური ტაძრის სახურავს მოგვაგონებს. მოჭიდავეების ჩაცმულობა თეძოებზე შემოხვეული სპეციალური ქამარ-სახვევით შემოიფარგლება.
ჭიდაობის წესები ძალიან მარტივია: იმარჯვებს ის, ვინც მოწინააღმდეგეს აიძულებს წრის გარეთ გავიდეს, ან სხეულის ნებისმიერი ნაწილით შეეხოს იატაკს წრის შიგნით. აკრძალულია ნებისმიერი დარტყმა ხელით ან ფეხით, მახრჩობელა ილეთების გამოყენება და თმის მოქაჩვა. მოჭიდავე, რომელსაც მავასი შეეხსნება იხსნება ბასიოდან და დისკვალიფიკაციას იღებს. ამავე დროს, აკრძალულია მოწინააღმდეგისთვის მავასის განზრახ შეხსნა. ამისთვის მთავარი მსაჯი, გიოძი მოჭიდავეს მკაცრად სჯის. სუმოტორის თავზე ტრადიციული წესით განასკვული თმა წაქცევის ან დოხიოდან გადავარდნის შემთხვევაში, ანელებს დარტყმის ძალას და მოჭიდავის კეფას ტრავმისგან იცავს
ხელბურთი
ხელბურთი — მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელებული გუნდური სპორტული თამაში, სადაც შვიდი წევრისაგან შემდგარი ორი გუნდი ეთამაშება ერთმანეთს. მოწინააღმდეგეები თამაშობენ მხოლოდ ხელით და ცდილობენ მოწინააღმდეგის გუნდის კარში გაიტანონ ბურთი. ამჟამად ხელბურთს თამაშობენ მოფიცრულ იატაკიან დარბაზში. მოედნის ზომებია 20X40 მეტრზე. პირით ხაზებს შუა დგას ბადიანი კარები, რომელთა სიგანე 3, ხოლო სიმაღლე — 2 მეტრია. ორივე კარის წინ შემოსაზღვრულია 6-მეტრიანი და 9-მეტრიანი ნახევარწრეები. ხელბურთს თამაშობენ ტყავის ბურთით რომლის გარშემოწერილობა არის 58-60 სმ, ხოლო წონა 425-475 გრამი. თამაში შედგება ორი 30 წუთიანი ტაიმისაგან, ათწუთიანი შესვენებით. გუნდში 12 მოთამაშეა. შეცვლების ლიმიტი განუსაზღვრელია და მოთმაშეს შეუძლია რამდენიმეჯერ შევიდეს მოედანზე. ხელბურთს თამაშობენ მხოლოდ ხელებით . ძირითადი აკრძლვებია: ბურთიანად სამ ნაბიჯზე მეტის გადადგმა, ბურთიანად ახტომა და დახტომა, უმოქმედოდ ბურთის სამ წამზე მეტხანს ჭერა და რაღა თქმა უნდა უხეში თამაში . წესების დარღვევისა და უხეში თამაშისათვის გუნდი ისჯება ბურთის ჩამორთმევით, 6-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით, მოთამაშე კი გაფრთხილებით .
ფარიკაობა
ფარიკაობა - ესთეტიკური სპორტული ორთაბრძოლის ნაირსახეობაა.
ფრიკაობა უძველესი დროიდანვე ჩამოყალიბდა ელიტურ და სამეფო სპორტის სახეობად. ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთსა და ძველ რომში ფარიკაობა სამხედრო მომზადებისა და სხეულის წრთობის ერთ-ერთ მთავარ საშუალებად ითვლებოდა, ხოლო კლასიკური ფარიკაობის ქვეყნად კი საფრანგეთი ითვლება.
ეს არის შეჯიბრი სადაც მოწინააღმდეგე უნდა დაამარცხო საკუთარი ინტელექტის გამოყენებით. გამარჯვების ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად ითვლება არასტანდარტული აზროვნება და სწრაფად ცვალებად სიტუაციაში კარგი ორიენტირების უნარი.
ფარიკაობა ასწავლის ემოციების კონტროლს, კარგი მანერების ჩამოყალიბებას და საკუთარ თავზე მუშაობას. სპორტის ეს შემოქმედებითი სახეობა მოზარდის თავისუფალი განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა - ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ფარიკაობას აღმზრდელობითი მნიშვნელობა მიენიჭა და სამხედრო სასწავლებლებში, გიმნაზიებსა და უნივერსიტეტებში სავალდებულო სასწავლო საგნად იქცა.
კლასიკური ფარიკაობის პირველი წრე საქართველოში XIX საუკუნის 70-იან წლებში ჩამოაყალიბა ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის ავსტრიელმა პედაგოგმა რუდოლფ ვაისმა. 1887 წელს ფარიკაობას თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მოსწავლეებიც გაეცნენ, 1894 წელს კი გადამდგარმა ოფიცერმა პეტრე სალტიკოვმა თბილისში დააარსა ფარიკაობის მოყვარულთა პირველი წრე - აქ ძირითადად ვარჯიშობდა ოფიცრობა და საზოგადოების შეძლებული ფენა, რომელთა მიზანი იყო გართობა და არა შეჯიბრებებში მონაწილეობა.
ცხენოსნობა
ცხენი ერთ-ერთი პირველი ცხოველი იყო, რომელიც ადამიანმა მოიშინაურა. ის უძველესი დროიდან ადამიანის განუყრელი თანამგზავრი გახდა. შეიძლება ითქვას, რომ ცხენი კაცობრიობის ხნისაა და ცხოველთაგან ადამიანის ერთ-ერთი უპირველესი მეგობარია.
დღეისათვის ცხენოსნობა ელიტური სპორტის სახეობად ითვლება. განსაკუთრებით პოპულარულია სპორტის ეს სახეობა იმ ქვეყნებში, სადაც ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი სფეროა. გარდა ამისა, მსოფლიოში აღიარებულია ცხენოსნობის სამკურნალო თვისებებიც. მას, როგორც სამკურნალო თერაპიას, ხშირად მიმართავენ. ცხენით მკურნალობა ანუ „რაიტთერაპია“ უკვე მრავალი ქვეყნის სამედიცინო მომსახურებაშია დანერგილი.
საცხენოსნო ცენტრი "რაიდმედი“ აერთიანებს როგორც გამაჯასაღებელ, ისე სამკურნალო ცხენოსნობას. როგორც ფიზიკური თერაპიის უნიკალური მეთოდი, საშუალებას იძლევა კუნთოვანი სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებისა, მსხვილ და ნატიფ მოტორულ ფუნქციების/უნარჩვევების განვითარების, ჯდომის პოზისა და წონასწორობის შენარჩუნებისა.
ცხენოსნობა ბავშვებში ხელს უწყობს მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას. სქოლიოზის (ხერემლის გამრუდება) პროფილაქტიკა და მკურნალობა.
მარათონი
სახელი "მარათონი" მომდინარეობს ფედიპიდეს ლეგენდიდან, ბერძენი ჯარისკაცის, რომელიც ქალაქ მარათონიდანათენში გააგზავნეს მარათონის ბრძოლაში სპარსელების დამარცხების შესატყობინებლად. თქმულების თანახმად მან მთელი დისტანცია შეუსვენებლივ გაირბინა, თუმცა ქალაქისთვის ამბის შეტყობინებიდან რამდენიმე წუთში სული ამოხდა. მარათონიდან ათენში გარბენის პირველი ხსენება პლუტარქეს წერილში "ათენის დიდების შესახებ" ჩანს ჩვ. წ.-ის 1 საუკუნეში, რომელსაც ჰერაკლიდეს პონტიკუსის დაკარგული ნამუშევრიდან ციტატა მოჰყავს, სადაც აღნიშნავს მორბენალის სახელს, როგორც ან თერსპუს ერხიუსს ან ევკლესს. ჩვ. წ.-ის 2-ე საუკუნეში ლუციანე სამოსატაელი ასევე აღწერს ამ ისტორიას და მორბენალს ფილიპიდესს უწოდებს. ამ სპორტის სახეობაში ფინიში ყველას აქვს ერთნაირი მაგრამ ფინალი განსხვავებული ვინც პირველი მივა ფინიშთან ის არის გამარჟვებული. გარბენი ხდება 42კმ-ზე და 195მ-ზე.
ძიუდო
ფილოსოფია, სპორტი და საბრძოლო ხელოვნება, დაბადებული იაპონიაში, ამჟამად გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. ძიუდოს საფუძვლად უდევს ჯიუ-ჯიცუ. ვარჯიშებისა და შეჯიბრებათა წაყვანის ძირითადი წესები და პრინციპები ჩამოაყალიბა ძიგორო კანომ. ძიუდოს დაბადების თარიღად ითვლება კანოს მიერ პირველი სკოლის დაფუძნების დღე 1882 წელს. არის სპორტის ოლიმპიური სახეობა.
ძიუდოს საფუძვლად ორი ძირითადი ფილოსოფიური პრინციპი უდევს:
- ურთიერთდახმარება და ურთიერთგაგება უდიდესი პროგრესის მისაღწევად;
- სხეულისა და სულის ოპტიმალური გამოყენება.
ძიუდოს სტილის სამი მთავარი ელემენტია: კატა, რანდორი (თავისუფალი ილეთი), შიაი (შეჯიბრი). ძიუდოისტთა ორთაბრძოლები იმართება კვადრატულ ფარდაგზე (ტატამი) ზომებით 8x8 ან 10x10 მ.
No comments:
Post a Comment